ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი დეკემბერში გაიმართება!
2–6 დეკემბერს ბათუმი 12-ე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობენ მუსიკოსები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროგრამა:
2 დეკემბერი — ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო გალა-კონცერტი
3 დეკემბერი — იაპონელი პიანისტის, უსუი ტოშიკის კონცერტი
4 დეკემბერი — მუსიკალური სპექტაკლი „საქართველო: ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“
6 დეკემბერი — ჯგუფ Georgian Voices-ის კონცერტი
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.
