17 იანვარს Horoom-ის დექებს დაიკავებენ HerShey — ქართული ქვიარ კულტურის გამორჩეული ხმა, მულტიმედია არტისტი და დრეგ-პერფორმერი; ასევე DJ, პროდიუსერი და ლაივ-არტისტი Toke — ლეიბლის Batter Down და ფესტივალის Swing დამფუძნებელი.
ბერლინში დაფუძნებული პროდიუსერი Verbal არის Summoning-ის ლეიბლისა და პარტიების სერიის ავტორი და ჩიკაგოს ჰაუსის, გარაჟისა და 80-იანი წლების დისკოთი შთაგონებული დუოს Digital Groove Affair-ის მეორე ნახევარი.
Katyanot-ის DJ-სეტები წარმოადგენს დინამიკურ ნაზავს: ტეკ-ჰაუსი, ბრეიქბითი, მიდ-ტემპო, ელექტრო, ოლდ-სკულ ტრანსი და ტექნო.
