საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან300
ქართული

აღწერა

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა აცხადებს მიღებას ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსზე, რომელიც აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის, IBAO-ს მიერ.

�კურსს წაუძღვებიან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსები:

ელენე გურგენიძე - MA, IBA
ია ლომინაშვილი - MA, IBA
თეონა ქარუმიძე - MA, IBA

�კურსი მოიცავს:

�თეორიული მომზადების - 45 სთ-ს და პრაქტიკის - 25 სთ-ს;
�ქცევის გამოყენებითი ანალიზის საკითხებს, რომლებიც განსაზღვრულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაცია IBAO-ს მიერ.

�კურსი განკუთვნილია ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი), რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან. 

�კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

�გაიაროთ პრაქტიკა და იმუშაოთ სუპერვიზის ქვეშ ქცევის თერაპევტად/ტექნიკოსად. 
�გამოიყენოთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
�გამოიყენოთ ახალი უნარების სწავლებისა და არასასურველი ქცევის შემცირების სტრატეგიები.
�ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდა და გახდეთ სერტიფიცირებული ქცევის თერაპევტი/ტექნიკოსი/IBT.

�თეორიული ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში - დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად (ზუმის პლატფორმის მეშვეობით).

�თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

�ნეიროგანვითარებითი დარღვევები და მათი მახასიათებლები
�ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ქგა-ს) ძირითადი პრინციპები
�ქცევა და გარემო
�ქცევის გამოვლენაზე მოქმედი ფაქტორები 
�ქცევის შეფასება
�დაკვირვება და მონაცემების შეგროვება
�ახალი უნარების სწავლების ტექნიკები
�ქცევის ფუნქციური ანალიზი
�არასასურველი ქცევის შემცირების პროცედურები
�პროფესიონალიზმი და ეთიკის საკითები

�კურსი ჩატარდება 17 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 16:00-დან 19:00-მდე, შაბათს - 10:00-დან 16:00-მდე (დასვენების დღე - კვირა). 

�კურსის ბოლოს ჩატარდება თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც, შესაძლებლობა გექნებათ პრაქტიკის 25 საათი გაიაროთ ჩვენი ცენტრის ბაზაზე. 

�რეგისტრაცია ბმული: https://docs.google.com/.../1yibTIFbcIunGeMAXEIZB.../edit... (დასრულდება 9 აპრილს). რეგისტრაციამდე აუცილებელია კურსის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით გამმას საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE58BG0000000609653787. დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგის საფასური და თქვენი სახელი და გვარი. 

�კურსის საფასურია 350 ლარი, სტუდენტებისთვის - 300 ლარი (ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის გამოგზავნა მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com). 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში 
�მოგვწერეთ: mhc.contact.mhc@gmail.com
�დაგვირეკეთ: 559999985

ფოტო და ვიდეო

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება