8 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპეციალური შემეცნებითი საღამო პატარებისთვის — „ბაროკო ბავშვებისთვის“. მსმენელთა დიდი თხოვნით, ეს კონცერტი უკვე მესამედ ტარდება, რადგან ბავშვებმა ის ძალიან შეიყვარეს და განსაკუთრებულად ელოდებიან მთხრობელ ზურა ბალანჩივაძესთან და „საქართველოს სინფონიეტასთან“ შეხვედრას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ანა ქურდოვანიძე (კლავესინი და ორგანი) და დიეგო კანტალუპი (თეორბო და ბაროკოს გიტარა). კონცერტის მრავალფეროვანი პროგრამა აერთიანებს გეორგ ფილიპ ტელემანის, ჰაინრიხ იგნაც ფრანც ბიბერისა და ლუიჯი ბოკერინის პროგრამულ ნაწარმოებებს.
პროგრამა
საქართველოს სინფონიეტა
ანა ქურდოვანიძე, კლავესინი და ორგანი
დიეგო კანტალუპი, თეორბო და ბაროკოს გიტარა
მთხრობელი - ზურა ბალანჩივაძე
Georg Philipp Telemann (1681 - 1767) – Ouverture - Suite “Don Quixote”, TWV 55:G10
Heinrich Ignaz Franz Biber (1644 - 1704) – Battalia à 10 (1673)
Luigi Boccherini (1743 - 1805) – “Night Music of the Streets of Madrid”, op.30