მენიუ
არ გამოტოვოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური მოგზაურობა!
თქვენ გელით კლასიკური მუსიკის დაუვიწყარი საღამო მიხაელ ბარენბოიმთან (ვიოლინო), იბრაჰიმ ალშაიხთან (კლარნეტი), იცხაკ ნურთან (ჩელო), ედენ მაიერ ხაიატთან (ალტი), ითამარ კარმელისთან (ფორტეპიანო) და კატია აბდელ კადერთან (ვიოლინო) ერთად.
კონცერტი გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
შესრულდება მოცარტის, შონბერგის და ბრამსის ნაწარმოებები.
ბარენბოიმ-საიდის აკადემია (ანსამბლი) - 2016 წლიდან მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბარენბოიმ-საიდის აკადემიაში სწავლობენ ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, ედვარდ საიდისა და დანიელ ბარენბოიმის პედაგოგიური სულისკვეთებით. ფრენკ გერის პროექტით აგებულ პიერ ბულეზის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი მუსიკალური პროგრამების, ლექციების, სიმპოზიუმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით, აკადემია საერთაშორისო შეხვედრებისა და დებატების გამორჩეული კერაა.
მიხაილ ბარენბოიმი (ვიოლინო) როგორც სოლისტი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი გახდა 2011 წელს, როდესაც მან პიერ ბულიზის დირიჟორობით შეასრულა შონბერგის სავიოლინო კონცერტი. მას შემდეგ, იგი საერთაშორისო კონცერტებით გამოდის ისეთ გამოჩენილ კოლეგებთან ერთად, როგორებიცაა ვენის ფილარმონიული ორკესტრი დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი აშერ ფიშის დირიჟორობით, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ზუბინ მეჰტას დირიჟორობით, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით და ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ორკესტრი გუსტავო დუდამელის დირიჟორობით.