ბამბის მინდვრების სიმარტოვეში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ბამბის მინდვრების სიმარტოვეში

ბამბის მინდვრების სიმარტოვეში

სპექტაკლის შესახებ: ,,მათი გარიგება კომერციული ტრანზაქციაა,რომელიც  აკრძალულ ან სხვაგვარად მკაცრად კონტროლირებულ საქონელს უკავშირდება.გარიგებები ნეიტრალურ და დაუკონკრეტებელ სივრცეებში ხდება-სივრცეებში,რომლებიც არ არის განკუთვნილი ასეთი ტრანზაქციებისთვის-გარიგებაში ორი მხარეა:  პირველი,ვისაც საქონელი აქვს,და მეორე,ვინც მას ეძიებს.ისინი მოქმედებენ უხმო ურთიერთგაგებით,შეთანხმებული სიგნალებით,მინიშნებებით-ნებისმიერ დროს,დღისით თუ ღამით-გარდა იმ საათებისა,როდესაც ყველა წესის დაცვით ლიცენზირებული ბიზნესები ღიაა,უფრო სწორად,როდესაც ამგვარი კომერციული დაწესებულებების კარი დაკეტილია.’’ ბერნარ მარი კოლტესის ეს ცნობილი პიესა 1985 წელს დაიწერა.მისი გარემოებები უცნაურია.ბნელ გზაჯვარედინზე ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს.ერთი "გამყიდველია",მეორე "მყიდველი".გამყიდველი ცდილობს მყიდველს ის მიყიდოს,რაც მას თავად უნდა ეთქვა.თუმცა,მყიდველს არ სურს ამ ,,საქონლისთვის" სახელის დარქმევა და ამგვარ ტრანზაქციაზე უარს ამბობს.მთელი სპექტაკლი მათი კამათია-ორი ადამიანის დაპირისპირება სიტყვებისა და მნიშვნელობების თამაშით. დასაწყისი: 20:00
ბამბის მინდვრების სიმარტოვეში
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
advertising
ინგლისური

აღწერა

ლატვია

მონაწილეობენ: ინგებორგა დაპკუნაიტე და ჯონ მალკოვიჩი 

ლატვიური ,,დაილეს” თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია 

პიესის ავტორი: ბერნარ-მარი კოლტესი
რეჟისორი: ტიმოფეი კულიაბინი
ხმის დიზაინერი: ტიმოფეი პასტუხოვი
დიზაინერი: ოლეგ გოლოვკო
ქორეოგრაფი: ანა აბალიხინა

*შესვენების გარეშე

გენერალური პარტნიორი:ბლავატნიკების ოჯახის ფონდი/Blavatnik Family Foundation

 

ფოტო და ვიდეო

ბამბის მინდვრების სიმარტოვეში

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება