საღამოზე შესრულდება ქართული და თურქული ტრადიციული სიმღერების ხალხური და საესტრადო ვარიანტები.ანსამბლი „სამიდა“ 2016 წელს გამოჩენილი ხელოვანის და მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის ქალიშვილებმა, იუდუმ, დამლა და თამარა შაჰინებმა დაარსეს.დების მთავარი მიზანი ქართული სიმღერისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის თურქულ ხალხურ სიმღერებში გამოყენება და ქართული სიმღერის პოპულარიზებაა; ასევე, ქმნიან ახალ სიმღერებს. იუდუმ შაჰინი უკრავს გიტარაზე, ჩელოსა და ფანდურზე, დამლა - სალამურზე ფლეიტასა და დუდუკზე, თამარი კი - ვიოლინოზე.ანსამბლ „სამიდის“ რეპერტუარი ძირითადად შდგება ქართული სიმღერებით. გამოცემული აქვთ რამდენიმე ალბომი.საღამოს დაესწრებიან საქართველოსა და თურქეთში მოღვაწე საპატივსაცემო ადამიანები, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები და ხელოვანები, ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული ფართო საზოგადოება.
ღონისძიების მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ქალაქ თბილისის მერია.
დასაწყისი: 18:00
გრიბოედოვის თეატრში შედგება ბაიარ შაჰინისა და „სამიდას“ ხალხური და საესტრადო სიმღერის კონცერტი.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. 1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.