A24-ის ახალი გახმაურებული ჰორორი, რომელიც ახალგაზრდა იუთუბერმა კეინ პარსონსმაგადაიღო და ეფუძნება ცნობილ კრიპიპასტას უსასრულო, ცარიელი ოთახების ლაბირინთის შესახებ.
მას შემდეგ, რაც წარუმატებელი ავეჯის გამყიდველი კლარკი თავისი მაღაზიის სარდაფში სხვა განზომილებაში მიმავალ საიდუმლო პორტალს აღმოაჩენს, ის უსასრულო ლაბირინთში აღმოჩნდება — ერთმანეთში გადახლართული ყვითელი დერეფნების სამყაროში, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ არსებობს.
ორიგინალური მემი, რომელმაც ფილმს შთააგონა, ასე ჟღერდა:
„თუ დაუდევრობით არასწორ ადგილას აღმოჩნდებით, შეიძლება რეალობიდან Backrooms-ში აღმოჩნდეთ — სივრცეში, სადაც არაფერია, გარდა ნესტიანი ხალიჩის დაძველებული სუნისა, ფლუორესცენტური ნათურების დამთრგუნველი ზუზუნისა და დაახლოებით 600 მილიონი კვადრატული მილის შემთხვევით განლაგებული ცარიელი ოთახებისა. ღმერთმა დაგიფაროთ, თუ გაიგონებთ, რომ რაღაც ახლოს მოძრაობს. დიდი ალბათობით, მან უკვე იგრძნო თქვენი არსებობა.“
შეხვედრას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოლოგიის ლექტორი ირინა კოზლოვა.