მენიუ
ერთი ადამიანის ამბავი, ისტორიები ბევრი და სხვადასხვა... სურათებით მოყოლილი ავტობიოგრაფია , რომელშიც არ მონაწილეობს სახე. ამეტყველებული კიდურები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ხასიათის სხვადასხვაგვარობას არაჩვეულებრივად ასახავს.
მრავალფერი და მრავალგვარი მდგომარეობები. ცხოვრების ცვალებადობა და ჩვენი ცვალებადი დამოკიდებულებები მის მიმართ. ყველაფერი ეს ასახული ხან მაქმანიანი ქვედაბოლოთი და ოდნავ არადამაჯერებელი დგომით, ხან უფრო მტკიცე და შემართული პოზიციით, შეყვარებულით, თუ გაბუტულით.
ავტორი ამბობს : ,,ამბები ხაზგასმით პირადია, მაგრამ ვფიქრობ, კონტურები იოლად ირღვევა და ჩემი ხედვის კუთხე ადგილს სხვა დამკვირვებელსაც უთავისუფლებს’’.