ავი მუსაიფი
თეატრი

ავი მუსაიფი

ავტორი: ნოდარ მაჭარაშვილიინსცენირების ავტორი და რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილიმხატვარი: ბარბარა ასლამაზიკომპოზიტორი: დავით თავაძექორეოგრაფი: გია მარღანიამუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი მთავარ როლებში: ნიკა ფაიქრიძე, დავით ხახიძე მონაწილეობენ: ნინო არჩაია, ნინო ლორთქიფანიძე, თამარ მამულაშვილი, ხატია მელქაძე, თამარ ტყემალაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი ოქრუაშვილი, დავით როსტომაშვილი, გიორგი შავგულიძე, მერაბ შარიქაძე, კახაბერ ჭოლაძე, ვამეხ ჯანგიძე, გიორგი ჯიქურიძე. ასაკი: 14+დასაწყისი: 20:00
ავი მუსაიფი
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული ბედის მქონე მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასა და პოლიტიკურად რთულ ეპოქას ეხება, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამავე სახელწოდების წარმოდგენის სცენური ვერსიისა და ინსცენირების ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ.

ეს ამ ისტორიულ-მხატვრული ჟანრის რომანის გასცენურების პირველი მცდელობაა ქართულ თეატრში. სპექტაკლში აღწერილია ერეკლე II-ის ეპოქის ისტორიული პერიპეტიები, რომელშიც გარკვეულწილად ირეკლება თანამედროვე საქართველოს ურთულესი სინამდვილეც; სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ომი, ბრძოლა და ინტრიგები, სამშობლოსთვის თავდადება, ზნეობა და მარადიული ფასეულობები.

ფოტო და ვიდეო

ავი მუსაიფი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.