მენიუ
15 მარტს - პირველად Mono Hall-ის სცენაზე, ჯგუფი AVARA წარსდგება მსმენელის წინაშე. შემოგვიერთდი ✨
AVARA-ს სიმღერები პირველად Cavea Plus-ის სერიალ - “ცვალებად ნიშნებში” გაჟღერდა. უმოკლეს ხანში შეძლო სიმღერებმა შეეყვარებინა თავი მსმენელისთვის და არსებულ ქართულ, თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე შემოიტანა სიახლე. ქართული ტექსტებით და ენერგიული მუსიკით,
AVARA-ს სიმღერებს პირველივე ნოტიდან იცნობთ. ყველანაირი შესავლის გარეშე გვეუბნებიან - AZZE AR VAR რა მინდა! და ამ სიმღერით თავად პოულობენ შვებას ინფორმაციით გადატვირთულ, იდეოლოგიურად დანაწევრებულ და ხმაურიან დღევანდელობაში. BEVRI RAMIS GAKETEBA GVINDA! ამ სიტყვებით გვეპატიჟებიან თავის მუსიკალურ სამყაროში სამოგზაუროდ სადაც გელოდებათ სრულიად ახალი, ასევე უკვე ბევრისთვის საყვარელი სიმღერები. და ამ დროს შენ SAD XAR?
სპეციალური მოწვევით, მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან: სტეფანე, Mellow და ნიკა ჩოხელი. საღამოს, ტრადიციულად გემოვნებიანი მუსიკალური სელექციით, ტატო რუსია განაგრძობს.
YOU ARE INVITED IN THE EPICENTRE OF CHAOS.