27-28 სექტემბერს, შემოდგომის აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო“ დედაენის ბაღში ბრუნდება!
რა დაგხვდება? ტრადიციულად, ჯანსაღი და სიყვარულით დამზადებული ქართული პროდუქცია, რომელსაც შემოგთავაზებენ გამორჩეული მეწარმეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან:
ყველის ქართული და ევროპული სახეობები
კახური, იმერული, და აჭარული ღვინო
თაფლი, ტკბილეული, ჯემები
ლორი, სალა და სხვა სახის ხორცპროდუქტები
აფხაზური აჯიკა
ქართული ჩაი
ნუშის ნაწარმი
გვესტუმრე 14:00-დან 21:00 საათამდე და წამოიყვანე მეგობრები. ბავშვობის ნაცნობ გემოებთან ერთად აღმოაჩინე კულინარიული სიახლეები და აქციე ეს გემრიელი თავგადასავალი დაუვიწყარ მოგონებად!
ნამდვილი ქართული მასპინძლობა, მხიარული მუსიკა და ამაღლებული განწყობა ჩვენზე იყოს!
აგრობაზარს „უნიკალური ქართული გემო“ FAO ახორციელებს Stall-თან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.