ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა

ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა

ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა
Tbilisi, Georgia
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.07.2026
ოთხშაბათი
17:00

აღწერა

ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 22 ივლისს, 17:00 საათზე, გიწვევთ გიორგი ჩუგოშვილის ვორქშოპზე - ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა

ბიზნესების დიდი ნაწილი გადაწყვეტილებებს არასრული ფინანსური მონაცემების საფუძველზე იღებს. 

ვორქშოპზე განვიხილავთ, როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო ბიზნესებს პროცესების ავტომატიზაცია და რეალურ დროში იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებასა და მოგების ზრდაში დაეხმარება.

ვორქშოპზე გაიგებთ:

• რატომ ვერ ხედავს ბიზნესების უმეტესობა რეალურ ფინანსურ სურათს

• სად იკარგება მოგება და როგორ შეიძლება მისი დროულად აღმოჩენა

• როგორ ამცირებს ავტომატიზაცია შეცდომებსა და ხელით სამუშაოს

• რომელი ფინანსური მაჩვენებლებია ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესის მფლობელებისთვის

• როგორ გამოიყენება AI და თანამედროვე ტექნოლოგიები ფინანსური მართვის პროცესებში

• ქართული კომპანიების რეალურ მაგალითებს, სადაც ავტომატიზაციამ შედეგი მოიტანა

შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დასვან კითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე მდგარი გამოწვევები.

ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 22 ივლისი
დრო: 17:00 საათი
ხანგრძლივობა: 2 საათი
ლოკაცია: საქართველოს ბანკის 4B სივრცე, ალექსანდრე ყაზბეგის N15

დარეგისტრირდით: https://go.bog.ge/3TfHNmd

ფოტო და ვიდეო

ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება