აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
კონცერტი ორგანიზებულია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის მიერ და შემოსული თანხები სრულად ხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის მშენებლობას, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს; შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს; თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განვითარდებიან, შესძლებენ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
საქველმოქმედო აქციებით შემოსული თანხებით უკვე აშენებულია ფერადი ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. აღნიშნული კონცერტი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ერთად ავაშენოთ ფერადი ქალაქი და მივცეთ მომავლის შანსი აუტიზმის მქონე ადამიანებს საქართველოში.
მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები:
ალექს კორძაია - KORDZ; თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდი; ელენე გოგოძე; გიორგი გურგენაძე; იაკო კვალიაშვილი; მილენა ჯალალბეკოვა; სესილია სანებლიძე;სპეციალური სტუმარი.
დასაწყისი: 21:00
აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
1 აპრილს 21.00 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
რუსთაველის ეროვნული თეატრი
17 Rustaveli avenue
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.