„ოსვენციმი, - ტკივილი“ არის არა მხოლოდ მოგონება და პატივისცემა, არამედ მცდელობა — გავაცნობიეროთ, გავიგოთ და ვილაპარაკოთ ტკივილზე, რომელიც დღესაც ცოცხალია. ეს სპექტაკლი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის, მოგვითხრობს ადამიანურ გამძლეობაზე, მეხსიერების ტვირთსა და ფსიქოლოგიურ ბრძოლაზე, რომელიც ომების შემდეგადაც გრძელდება. სპექტაკლი აგებულია დევიდ ზან მაიროვიცის რადიო პიესის ,,ფერფლის პლანეტა’’ მოტივებზე.
