აზროვნების აკადემიაში ლექციათა გაიმართება სალონური საუბრები „ინტეგრას" წყვილების ფსიქოთერაპევტ თამარ ფაცაციასთან თემაზე: „მიჯაჭვულობის თეორია და სიყვარულის ტიპები"
ლექცია დაეთმობა მიჯაჭვულობის თეორიას და იმ გავლენას, რომელსაც ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის სტილი ახდენს ჩვენს ზრდასრულ ურთიერთობებზე. განხილული იქნება, როგორ ფორმირდება მიჯაჭვულობის სხვადასხვა სტილი, როგორ აისახება ის ნდობაზე, კომუნიკაციაზე, ინტიმურობაზე და რატომ ვიმეორებთ ხშირად ერთსა და იმავე ურთიერთობით პატერნებს, განსაკუთრებით რომანტიკულ კავშირებში.
ლექციის ფარგლებში ასევე განიხილება სიყვარულის ტიპები და ურთიერთობის განვითარების ეტაპები, რაც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ქცევები, პარტნიორთან ურთიერთობის დინამიკა და იმ ფარული ფსიქოლოგიური ლოგიკის დანახვა, რომელიც ხშირად ჩვენს არჩევანებსა და რეაქციებს მართავს. ლექცია საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს უფრო გააზრებული, ჯანსაღი და სიღრმისეული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი