ერთად აღმოვაჩენთ შოტლანდიური ვისკის მრავალფეროვან სტილებს, არომატებსა და გემოებს, ვისაუბრებთ მათი წარმოების თავისებურებებსა და თითოეული ბოთლის უნიკალურ ხასიათზე. მასტერკლასის განმავლობაში გაეცნობით დეგუსტაციის ძირითად პრინციპებს და უკეთ შეიგრძნობთ, თუ როგორ ქმნის რეგიონი, კასრი და დაძველება თითოეული ვისკის ინდივიდუალურ პროფილს.
მასტერკლას გაუძღვება Gastronome Group ის ალკოჰოლური სასმელების მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ჯორბენაძე და ვისკის ექსპერტი და დისტილერიის დამფუძნებელი გიორგი ნადარაია.
ფასი 100₾
თარიღი: 18 ივნისი
დასაწყისი: 20:00
ლოკაცია: Wines & Spirits by Gastronome, ი. აბაშიძის 86
ხანგრძლივობა: 1.5 – 2 სთ
ასაკის შეზღუდვა 18+
მასტერკლასი ჩატარდება ქართულ ენაზე