ასურეთის ღვინის ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ასურეთის ღვინის ფესტივალი

ასურეთის ღვინის ფესტივალი

ასურეთის ღვინის ფესტივალი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

21.11.2026
შაბათი
12:00
30 ₾

აღწერა

🍷 ასურეთის ღვინის ფესტივალი ბევრი სიურპრიზით გრძელდება!

 

📅 21 ნოემბერს გეპატიჟებით ასურეთული შალას სამშობლოში, ისტორიულ სოფელ ასურეთში, სადაც ჩატარდება რიგით მეორე ასურეთის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინის ფესტივალზე!

 

🍇 40-მდე მეღვინე ქვემო ქართლიდან ერთ სივრცეში წარმოგიდგენთ რეგიონის გამორჩეულ ღვინოებს.

 

გელოდებათ:

🍷 ტრადიციული და თანამედროვე ღვინოების დეგუსტაცია
🤝 შეხვედრა ადგილობრივ მეღვინეებთან
🍽️ ასურეთის „სადგურის“ უგემრიელესი კერძები
🖐️ ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვნება
🏃‍♀️ სხვადასხვა გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ადამიანისთვის
🎶 ცოცხალი მუსიკა და განსაკუთრებული ატმოსფერო
🎁 და ბეევრი საჩუქრები 🥳

 

📍 ადგილი: სადგური Bahnhof, ასურეთი


📅 თარიღი: 21 ნოემბერი

 

ბილეთის ღირებულება არის 30 ლარი და შედის გარანტირებული საჩუქარი! 🎁

 

მოდი, აღმოაჩინე ქვემო ქართლის ღვინის მრავალფეროვნება და გაატარე დაუვიწყარი დღე ასურეთში!

 

ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“. ფესტივალი გაიმართა ასურეთის „სადგურთან“ პარტნიორობით, ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფოტო და ვიდეო

ასურეთის ღვინის ფესტივალი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება