ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული საღამო და მაისურებზე ხატვის ვორქშოფი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული საღამო და მაისურებზე ხატვის ვორქშოფი

ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული საღამო და მაისურებზე ხატვის ვორქშოფი

ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული საღამო და მაისურებზე ხატვის ვორქშოფი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან35 ₾
ქართული

განრიგი

14.11.2026
შაბათი
14:00
35 ₾

აღწერა

ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული საღამო და მაისურებზე ხატვის ვორქშოფი

ბავშვები გაეცნობიან ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას და იმოგზაურებენ ზღაპრულ სამყაროში, სადაც ცხოვრობენ დაუვიწყარი პერსონაჟები.... საღამოს დავასრულებთ მაისურებზე ხატვის ვორქშოფით, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გადაიტანონ სხვადასხვა ზღაპრის გმირები და შექმნან უნიკალური, მათთვის განსაკუთრებული ნამუშევარი.


ვორქშოფის შინაარსი:

 გავეცნობით მაისურებზე ხატვის მარტივ ტექნიკას

 შევარჩევთ ფერებს და შევქმნით ინდივიდუალურ დიზაინს

 თითოეული მონაწილე საკუთარი ხელით მოხატავს მაისურს


რა დახვდებათ ბავშვებს:

 თბილი და შთამაგონებელი გარემო;

 ყველა მასალა, რაც აუცილებელია ვორქშოფისთვის

 ვორქშოფის ხელმძღვანელების, ქეთი კალანდარიშვილისა და ლიკა საჩანელის მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში;


რატომ უნდა მოიყვანოთ პატარები ამ შეხვედრაზე::

 რადგან ეს არის ჯადოსნური გამოცდილება

 ავითარებს მოტორიკას და შემოქმედებით აზროვნებას;

 ავითარებს ფანტაზიისა და ინდივიდუალური სტილის გამოხატვას

 აძლიერებს თვითრწმენას — “მე შევქმენი ეს” განცდა ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ძლიერია;

 

ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია: 5-10 წელი

ფოტო და ვიდეო

ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული საღამო და მაისურებზე ხატვის ვორქშოფი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება