Asian Sunday Brunch თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Asian Sunday Brunch

Asian Sunday Brunch

Asian Sunday Brunch
13 Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან85
advertising
ქართული

აღწერა

22 თებერვალს თბილისი მარიოტი გიწვევთ აზიური შთაგონებით შექმნილ Sunday Brunch-ზე, რომელიც ჩინური ახალი წლის თემატიკით აერთიანებს აღმოსავლური სამზარეულოს მრავალფეროვან და გამორჩეულ გემოებს.
 

სტუმრებს დახვდებათ all-you-can-eat ბუფეტი ცივი სტარტერებითა და იაპონური სალათებით, სუშის მრავალფეროვანი არჩევანით, საშიმით, ტაილანდური წვნიანით, ტემპურათი, აზიური სტილის ცხელი კერძებით და carving station-ზე განსაკუთრებული აქცენტით. დესერტების განყოფილებაში დააგემოვნებთ აზიური ნოტებით შექმნილ ტკბილეულს — მაჩას ჩიზქეიქს, იუზუს მუსს, ასევე ქოქოსისა და მანგოს საგოს.
 

სტუმრებს ღონისძიების ფარგლებში დახვდებათ მისასალმებელი საკე.


Brunch Time: 13:00 – 16:00


ღონისძიება განკუთვნილია ყველა ასაკის სტუმრებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - +995 511 779 220

ფოტო და ვიდეო

Asian Sunday Brunch

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება