მენიუ
საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც 23, 24 და 25 მარტს მასპინძლობს „აშშ-ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2024-ს".
ქვეყნის დასავლური მომავლის ახალგაზრდული სამიტი წარმოადგენს უპრეცედენტო მასშტაბის სიმულაციურ ფორუმს, რომელიც ემსახურება აშშ-სა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლას, აქტუალური და პრობლემატური საკითხების განხილვას, დასავლური ღირებულებების გაზიარებას, პოლიტიკის დაგეგმვას, ანალიზსა და ახალგაზრდებს შორის დისკუსიის წახალისებას.