Artarea ED-ის 10-დღიანი საზაფხულო სკოლა საგურამოში.
ეს არის ვირტუალური სამყაროსგან სრულად თავისუფალი სივრცე, სადაც აქცენტი ცოცხალ ურთიერთობებსა და ბუნებაში თამაშზე კეთდება.
ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება და სრული პროგრამა.
ბავშვებს დახვდებათ დატვირთული შემეცნებითი გრაფიკი: არქეოლოგიური გათხრები, მითოლოგია, არტთერაპია, კულინარია, მცენარეების მოვლა, თეატრალური ესკიზები, ინგლისურენოვანი თამაშები და ფიზიკური აქტივობები.
• VI ნაკადი (ბოლო ჯგუფი): 24 აგვისტო — 4 სექტემბერი
10:00 – 18:00 (ორშაბათი – პარასკევი)
ბილეთის ღირებულება: 1376 ლარი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 6 – 12 წელი.