"არტანუჯი ბავშვებისთვის": ახალი სერიის "პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით" წარდგენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"არტანუჯი ბავშვებისთვის": ახალი სერიის "პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით" წარდგენა

 სერიის გამოცემა ორი ახალი წიგნით „ნიკოლა ტესლა“ და „ასტრიდ ლინდგრენი“ დავიწყეთ. „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ მსოფლიო ბესტსელერია და 35 ენაზეა თარგმნილი. ამჟამად, მსოფლიოში გამოცემების 8 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, წლიდან წლამდე კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. „არტანუჯი ბავშვებისთვის“ რჩეულ ბიოგრაფიებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.     წიგნებში აღწერილია, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდათ ცნობილ ადამიანებს, რაზე ოცნებობდნენ და რამხელა შრომისა და ძალისხმევის შედეგად აქციეს ბავშვური ოცნებები დიდ მიღწევებად. გამოცემები შექმნილია სხვადასხვა წარმატებული ადამიანის მაგალითზე პატარებისთვის მოტივაციის გასაზრდელად და წასახალისებლად. სერიის ავტორია ესპანელი მწერალი მარია სანჩეს ვეგარა.   „ექსპერიმენტორიუმში“ გამოცემების პრეზენტაციასთან ერთად, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სახალისო ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.
"არტანუჯი ბავშვებისთვის": ახალი სერიის "პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით" წარდგენა
9 April street N5, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

📚 30 მარტს, 12:00 საათზე, „ექსპერიმენტორიუმში“ „არტანუჯი ბავშვებისთვის“ ახალი სერიის, „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ წარადგენაზე გელოდებით!
⚠️ პრეზენტაციაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/qwAFM გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია!

ფოტო და ვიდეო

ადგილი

ექსპერიმენტორიუმი
ექსპერიმენტორიუმი
9 April street N5, Tbilisi
პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“ თბილისში 2016 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის კანონების თვალსაჩნოებას ახდენენ. მუზეუმის ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, რაც იმას ნიშნავს რომ მათთან შეხება და გამოცდა არათუ ნებადართული, არამედ - აუცილებელია! გარდა ფიზიკის ინტერაქტიული ექსპოზიციისა, ექსპერიმენტორიუმში წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორია, სადაც ქიმიური ცდები მარტივი, ყველასთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით ტარდება. ისევე როგორც ფიზიკის საგამოფენო სივრცე, ქიმიური ცდებიც ინტერაქტიული ხასიათისაა (უსაფრთხოების ფარგლებში). ექსკურსიისა და ქიმიური ცდების გარდა, სამეცნიერო მუზეუმში ტარდება სხვადასხვა სახის საგანამანათლებლო პროგრამა სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის. ექსპერიმენტორიუმში შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა, კორპორატიული და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება. მუზეუმი დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს, ასევე სთავაზობს მეცნიერულ გასვლით პროგრამებს, რომლის შეკვეთაც საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე არის შესაძლებელი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება