💡 26 ივნისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება არტთერაპიული ვორქშოპი - „მე და გარემო", რომელსაც L&D კონსულტანტი და ტრენერი, არტთერაპევტი ხატია სიდამონიძე წარუძღვება.
„მე და გარემო” ინტერაქციული ვორქშოფია, რომელიც შემოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომებისა და რეფლექსიის პროცესის მეშვეობით დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ არსებული მისი აღქმების გაცნობიერებაში - როგორ ხედავენ საკუთარ როლს, ადგილსა და მნიშვნელობას გარემოში, როგორ ქმნიან კავშირებს და რა გავლენას ახდენს ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.