არტთერაპიული ვორქშოპი - „ნახატი, როგორც სარკე" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
არტთერაპიული ვორქშოპი - „ნახატი, როგორც სარკე

არტთერაპიული ვორქშოპი - „ნახატი, როგორც სარკე"

არტთერაპიული ვორქშოპი - „ნახატი, როგორც სარკე"
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ქართული

განრიგი

08.05.2026
პარასკევი
19:00
30

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება არტთერაპიული ვორქშოპი - „ნახატი, როგორც სარკე", რომელსაც L&D კონსულტანტი და ტრენერი, არტთერაპევტი ხატია სიდამონიძე წარუძღვება.

 

„ნახატი, როგორც სარკე” - ეს არის ინტერაქტიული ვორქშოფი, რომელიც შემოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით დაეხმარება მონაწილეებს დაინახონ საკუთარი კომუნიკაციის ტენდენციები, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებელია, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, ჩვენს ქცევებზე და გადაწყვეტილებებზე.

 

ვორქშოფის დროს გამოყენებული იქნება ხატვითი სავარჯიშოები, სადაც მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაინახონ და გააცნობიერონ თავიანთი ქცევების, საზღვრების და თანამშრომლობის დინამიკა ურთიერთობებში.

 

შეხვედრა მოიცავს მოკლე შესავალს, პრაქტიკულ აქტივობას და რეფლექსიას.

 

გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახატავი მასალა - საღებავები, ფანქრები, მარკერები და სხვა საშუალებები.

 

წინაპირობა: წინასწარი გამოცდილება ხატვაში საჭირო არ არის — მნიშვნელოვანია მონაწილე ღია იყოს პროცესისთვის და მზად - თვითრეფლექსიისთვის.

 

მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა: 18

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი.

ფოტო და ვიდეო

არტთერაპიული ვორქშოპი - „ნახატი, როგორც სარკე

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება