არტ თერაპია და ხალიჩის შექმნის ვორქშოფი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
არტ თერაპია და ხალიჩის შექმნის ვორქშოფი

არტ თერაპია და ხალიჩის შექმნის ვორქშოფი

არტ თერაპია და ხალიჩის შექმნის ვორქშოფი
28, 9 Dzma Kherkheulidze Str., Kiketi
ბილეთის ფასი
დან261
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ახალი თერაპიული გამოცდილება - არტ თერაპია და ხალიჩის შექმნის ვორქშოფი.

 

კიკეთის ფერმის სახელოსნო პირველად მასპინძლობს სტუდია კარპეტერიას და ქრისტინა კალანდარაშვილს, ხალიჩის არტ თერაპიულ ვორქშოფზე.

 

ვორქშოფი აერთიანებს თერაპიულ სესიასა და ხელსაქმეს. უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი მსურველისთვის გამოხატოს შინაგანი სამყარო, მისცეს მას ფიზიკური ფორმა ხალიჩის სახით და რაც მთავარია, დატკბეს ახლის შესწავლის პროცესით.

 

ვორქშოფის მიზანია ყოველდღიურ შფოთვას და სტრესს მოვწყდეთ და გონება დავასვენოთ სასიამოვნო და ახალი საქმიანობით.

 

ფერთან მუშაობა, ხატვა, ხელნაკეთი ობიექტის შექმნა კომპლექსურად მუშაობს შინაგანი ტრანსფორმაციისა და საკუთარი ცნობიერების ამაღლებაზე. დადებითად ზემოქმედებს სენსორულ სისტემაზე და ეხმარება ადამიანს უკეთ გაუმკლავდეს სტრესს და დისკომფორტს. ჯგუფური პროცესი კი ემოციურ მხარდაჭერას გვმატებს და მეტი დადებითი ენერგიით ვიტენებით, რასაც უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვს.

 

მოუთმენლად ველით გიმასპინძლოთ მყუდრო და განსაკუთრებული ენერგიით სავსე გარემოში.

 

ფოტო და ვიდეო

არტ თერაპია და ხალიჩის შექმნის ვორქშოფი

ადგილი

კიკეთის ფერმა
მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცე
ამ ადგილის ყველა ღონისძიება