6 დეკემბერი, 2026, 13:00 საათზე, სასტუმრო Pullman, Axis Towers, თბილისი
ART KNIFE EXPO ზამთარში კვლავ თბილისში ბრუნდება!
6 დეკემბერს სასტუმრო Pullman უმასპინძლებს მხატვრული დანების ოსტატებს მთელი მსოფლიოდან – ოსტატებს, რომლებიც ფოლადს ხელოვნებად აქცევენ.
ღონისძიების დამფუძნებელია ზაზა რევიშვილი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოსტატი, რომლის ინიციატივით ეს გამოფენა გააერთიანებს 30-ზე მეტ საერთაშორისო და ქართველ ოსტატს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (საქართველოდან, აშშ-დან, იაპონიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან და სხვა) რომლებიც საქართველოში სპეციალურად გამოფენისთვის ჩამოვლენ.
მნახველებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნიკალური ხელნაკეთი დანები,შეხვდნენ ოსტატებს პირადად და შეიძინონ გამორჩეული კოლექციური ნამუშევრები.
ART KNIFE EXPO წარმოადგენს პრემიუმ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონის ოსტატებს, კოლექციონერებს და დანის ხელოვნების ენთუზიასტებს.
სივრცე, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთიანდება და ფოლადი ნამდვილ ხელოვნებად იქცევა.
გამოფენა ტარდება 5 ვარსკვლავიან Pullman Hotel-ში, თბილისის ცენტრში, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ, მაღალი დონის გარემოს სძენს და ქმნის პირდაპირ კავშირს ოსტატებსა და კოლექციონერებს შორის.
შემოგვიერთდით 2026 წლის 6 დეკემბერს - ზამთრის სერიაზე.
საერთაშორისო შეხვედრა. გამორჩეული ოსტატობა. ერთი დაუვიწყარი დღე.
მხატვრული დანების ექსპო - სადაც ფოლადი ხელოვნებად იქცევა
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+