აღმოაჩინე ახალი, გამორჩეული სივრცე, რომელიც ქართულ თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება.
“ხელოვნების ფონდი ანაგი” 2025 წლის სექტემბერში, კორპორატიული სახელოვნებო ფონდების საერთაშორისო ანალოგით შეიქმნა და ქართული ბიზნესისა და შემოქმედებითი სფეროს წამყვან წარმომადგენლებს აერთიანებს.
ფონდის შენობაში რამდენიმე საგამოფენო სივრცე დაგხვდებათ, სადაც სხვადასხვა პერიოდის, ხედვისა და პრაქტიკის თანამედროვე ქართული ხელოვნებაა წარმოდგენილი.
AFA საკურატორო დარბაზი და AFA გალერეა
“რეპრესია და თავისუფალი ნება”
14 მარტს “ხელოვნების ფონდი ანაგის” საკურატორო სივრცეში ახალი ექსპოზიცია იხსნება.
გამოფენა საბჭოთა სისტემის მიერ ხელოვანის თავისუფალი ნების შეზღუდვის მექანიზმებსა და იმ შემოქმედებით წინააღმდეგობაზე მოგვითხრობს, რომელიც რეპრესიებზე პასუხად ყალიბდებოდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია პოლონური წარმოშობის, საქართველოში მოღვაწე ხელოვანის, ჰენრიკ ჰრინევსკის (1869-1938) შემოქმედება, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.
გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა თაობის აბსტრაქციონსტ მხატვართა ნამუშევრები, რომლებსაც საბჭოთა სისტემა “ფორმალისტებად” აცხადებდა და დევნიდა.
ექსპოზიცია ქრონოლოგიურად მისდევს ქართული აბსტრაქციონიზმის განვითარების ხაზს - ადრეული მოდერნიზმიდან, საქართველოს დამოუკიდებლობამდე (1920-1990-იანი წლები).
“რეპრესია და თავისუფალი ნება” საბჭოთა იდეოლოგიური მემკვიდრეობის თანამედროვე კრიტიკულ გადააზრებასაც გვთავაზობს ქართველი ხელოვანების – ლევან ჭოღოშვილის, გურამ წიბახაშვილისა და მერაბ კოპალეიშვილის შემოქმედებაში.
კურატორები: თეა გოგუაძე-აპფელი, კონსტანტინე ბოლქვაძე, მარიამ შერგელაშვილი
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 14 მარტი, 20:00 საათი.
ექსპოზიცია 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის მხარდამჭერია პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში.
ხელოვნების ფონდი „ანაგი“, თბილისი აერთიანებს საქართველოს ხელოვნების მემკვიდრეობას კვლევაზე დაფუძნებულ ინოვაციურ კურატორობასთან და გლობალურ თანამშრომლობასთან.