არქეტიპების ცეკვა მოქშა ფეიქართან ერთად
სასულიერო

არქეტიპების ცეკვა მოქშა ფეიქართან ერთად

არქეტიპები გვეხმარება:  ჩვენს ხელუხლებელ, ავთენტურ ცენტრში შესაღწევად; აძლიერებს ჩვენს შინაგან რესურსებს; გვიმარტივებს ცხოვრებისეული კრიზისების გაცნობიერებულად დაძლევას; გვეხმარება ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) შესწავლაში, გაძლიერებასა და ჰარმონიზაციაში; უფრო ღრმად ვიაზრებთ ცხოვრების კონტექსტს; ვუგებთ საკუთარი თავსა და სხვებს; ვპოულობთ შემოქმედებით გზებს შემდგომი განვითარებისთვის; არქეტიპული ცეკვის გზით ვუკავშირდებით არქეტიპულ ენერგიას და ამ გზით ვიბრუნებთ იმას, რაც ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ დავიწყებული და გაუცნობიერებელი იყო ჩვენი განვითარების პროცესში.არქეტიპული ენერგია მხოლოდ ერთად, ჰოლისტიკურად ავლენს ძალას, როცა ყველა არქეტიპის ყველა ასპექტი ნებადართულია არც ერთი არაა დათრგუნული. არექეტიპების ცეკვაზე დასწრების ღირებულებაა: 110 ლარი რეგისტრაციისთვის:მოგვწერეთ ჩათშიან დაგვირეკეთ ნომერზე:595 620 001
არქეტიპების ცეკვა მოქშა ფეიქართან ერთად
71 Sairme St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

19 მაისს, 18:00 საათზე, მოქშა ფეიქარი ლუმოსში გეპატიჟებათ არქეტიპების ცეკვის პრაქტიკაზე.
 
მოქშა ფეიქარი სისტემური, საოჯახო და საორგანიზაციო განლაგების მეთოდოლოგიის სერტიფიცირებული ფასილიტატორი, CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი და მედიტაციური თერაპიების სპეციალისტია მრავალწლიანი გამოცდილებით. ცეკვის თერაპევტები და ქოუჩები არქეტიპებს სულ უფრო ხშირად იყენებენ თერაპიაში. რა არის არქეტიპები და რაში გვეხმარებიან ისინი?
 
💫 არქეტიპები პირველყოფილ ძალებია (პირველყოფილი ენერგიები ან არქეტიპური ძალები), რომლებსაც აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი. ისინი გამოცდილების კომპლექსებია, რომლებიც წარმოიშვა იმ დროს, როდესაც ცნობიერება ჯერ კიდევ არ ფიქრობდა და მხოლოდ აღიქვამდა.
 
ყოველი არქეტიპი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს. იუნგის მიხედვით, ეს ენერგეტიკული არქეტიპები ინახება
ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში, ძირეულ მეხსიერებაში და ვლინდება ორიგინალური ქცევისა და რეაქციის შაბლონებით, რომლებიც ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ ველში.

ფოტო და ვიდეო

არქეტიპების ცეკვა მოქშა ფეიქართან ერთად

ადგილი

ლუმოს
ლუმოს
71 Sairme St., Tbilisi
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.