გიწვევთ მყუდრო და შთამაგონებელ მასტერკლასზე, სადაც შექმნით არომა-სანთელს კერამიკულ ბროწეულში — სიუხვის, სითბოსა და სიცოცხლის სიმბოლოში.
ოსტატის ხელმძღვანელობით გაეცნობით სანთლების დამზადების პროცესს: ისწავლით ცვილის, ფითილების და არომატების გამოყენებას, შეარჩევთ კომპოზიციას თქვენი განწყობის მიხედვით და ჩაასხამთ მას უნიკალურ, ხელნაკეთ კერამიკულ ბროწეულში.
