სომხური სიმფონიური მუსიკის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სომხური სიმფონიური მუსიკის კონცერტი

სომხური სიმფონიური მუსიკის კონცერტი

სომხური სიმფონიური მუსიკის კონცერტი
123 A D. Aghmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან25
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.04.2026
ოთხშაბათი
19:30
25 ₾ - 50
25 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

2026 წლის 22 აპრილს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული და ცენტრი და სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი, ჟან სიბელიუსისა და დედოფალ ელისაბედის სახელგანთქმული საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე სერგეი ხაჩატრიანი. შესრულებული იქნება არამ ხაჩატურიანის  ადაჟიო ბალეტიდან „სპარტაკი“, კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის და ავეტ ტერტერიანის სიმფონია N3.

ფოტო და ვიდეო

სომხური სიმფონიური მუსიკის კონცერტი

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება