რედიუმის ორგანიზებით - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი, ფართო მასშტაბიანი მუსიკალური ფესტივალების მუდმივი მონაწილე და ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი - ARGY დაუკრავს.
შეაბიჯო ARGY-ს ეპოქაში, ნიშნავს შეიგრძნო მისი უნიკალური და განსხვავებული ხედვები ელექტრონული მუსიკის სამყაროში, რომელიც გამორჩეული შემოქმედების წყალობით, მთელი ჟანრის მომავალს ქმნის. ARGY-ს დაუვიწყარი მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ კოლექტივ Afterlife-თან ერთად, არტისტის შემოქმედებაში არაერთი ჰიტის შექმნის საფუძველი გახდა, როგორიც არის: 'Tataki,' 'Pantheon,' 'Aria,' და მისი კოლაბორაციული ნამუშევარი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტ ANYMA-სთან ერთად, სახელწოდებით 'Higher Power'. აღნიშნული ნამუშევარი არაერთ გზის მოხვდა ელექტრონული მუსიკის ჩარტებში და კიდევ უფრო გაამყარა ARGY-ს პოპულარობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთანავე, ARGY-ს ნამუშევრები უმეტესად პირველ ადგილს იკავებს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმაზე Beatport, ასევე მუდმივად არის Shazam-ის TOP 100 მსოფლიო ჩარტებში. ARGY ასევე აღიარებულია როგორც არტისტი რომელსაც მუდმივად უნდა ადევნოთ თვალი, მისი მილიონობით მოსმენების დამსახურებით Spotify-ზე.