ARGUMENT — კონფლიქტების სიმულაციის კლუბი
როგორ მოვიქცეთ კონფლიქტურ სიტუაციაში, როდესაც ჩვეული სტრატეგიები — საკუთარ პოზიციაზე დაჟინებით დგომა ან გაჩუმება — შეთანხმების მიღწევაში არ გვეხმარება? როგორ ვისწავლოთ საკუთარი პოზიციის დაცვა, თანამოსაუბრის მოსმენა და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა?
ARGUMENT — ინტერაქტიული სამსაათიანი ტრენინგია, რომელიც თეატრალურ პრაქტიკასა და ფსიქოლოგიას აერთიანებს. თამაშისა და როლური სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეები შეისწავლიან კონფლიქტების მექანიზმებს, გამოცდიან ქცევის სხვადასხვა სტრატეგიას და მიიღებენ უკუკავშირს ტრენინგის წამყვანებისგან.
ვისთვის იქნება ეს ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო?
მათთვის, ვინც თავს არიდებს კამათს ან, პირიქით, მკვეთრი რეაქციებისკენ არის მიდრეკილი;
მათთვის, ვისაც უჭირს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და სხვებისთვის მისი გაგებინება;
მათთვის, ვისაც სურს დაძაბულ სიტუაციებში შეთანხმების მიღწევა ისწავლოს;
მათთვის, ვისაც აინტერესებს თეატრალური და როლური თამაშების პრაქტიკები.