"არაცნობიერის ფსიქოლოგია" - რეზო კორინთელი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo

"არაცნობიერის ფსიქოლოგია" - რეზო კორინთელი

"არაცნობიერის ფსიქოლოგია" - რეზო კორინთელი
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან485
advertising
ქართული

განრიგი

14.03.2026
შაბათი
20:00
485

აღწერა

✅ სიღრმის ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანს არაცნობიერი ფსიქიკა შეადგენს. განსხვავებით კლასიკური ფსიქოლოგიისგან რომელიც ცნობიერებას სწავლობს.
 
▶ სიღრმის ფსიქოლოგია ეფუძნება იდეას, რომ არსებობს ფსიქიკა ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. არაცნობიერი ფსიქიკისა და პიროვნების პრობლემები ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
 
▶ ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება ფროიდის ფსიქოანალიზია. მას მიკუთვნება აგრეთვე ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია.
 
🎯 კურსს უძღვება ფსიქიატრი რეზო კორინთელი:
პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრია. ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40+ წ გამოცდილება, ლექტორობის 20+ წ გამოცდილება. იგი არის საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.
 
2002 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 4 წლის განმავლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, რევაზ კორინთელი არის საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება