არ დამივიწყო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

არ დამივიწყო

🎥რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი👩🏼‍🎨მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი👜რეჟისორის თანაშემწე: ნატალია არველაძე🎼მუსიკალური გაფორმება: ალექსანდრა ლორთქიფანიძე💃 ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე➡️მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, პავლე ნოზაძე, შალვა ანთელავა, ნუგზარ ყურაშვილი, ირაკლი ხვთისიაშვილი, ნაირა გელაძე, ვახტანგ ახალაძე, ანა ხუროშვილი, ქეთი ქიტიაშვილი, ელენე მახნიაშვილიასაკობრივი შეზღუდვა: 11+დასაწყისი: 19:00
არ დამივიწყო
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

"არ დამივიწყო" რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთ მოქმედებიანი დრამაა. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი - ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ . სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი... მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს.

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება