ანია გორდელაძე და მარ მარგარიანი — საშობაო კონცერტი
არფისტი და ვოკალისტი, მუსიკათმცოდნე და ქართული გუნდის გიორგობისთვე დამფუძნებელი ანია გორდელაძე, სომხეთიდან მოწვეულ სპეციალურ სტუმართან — კანუნზე შემსრულებელ მარ მარგარიანთან ერთად, გეპატიჟებათ ნათელი შობის ატმოსფეროს გასაზიარებლად აუდიტორია-ში.
საღამოზე შესრულდება სხვადასხვა ქვეყნის საშობაო სიმღერები, ასევე ტრადიციული და საავტორო ინსტრუმენტული მუსიკა.
ანია გორდელაძე — ვოკალი და ირლანდიური არფა — ბოლო რვა წლის განმავლობაში იკვლევს საქართვლოს რეგიონულ ტრადიციულ და საეკლესიო მუსიკას და სწავლობდა გურული სიმღერის ოსტატებთან.
