საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, პირველად საქართველოში წარმოგიდგენთ ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას — ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“.
ანტონიო ვივალდის ოპერის - „ოტონე ვილაში“ პრემიერა 1713 წელს შედგა ვიჩენცას ოპერის თეატრში - Teatro delle Garzerie. უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის თეატრი შემთხვევით არ შეირჩა, მისი ინტერიერი და თეატრის „მცირე სცენის“ გაბარიტები, ვიჩენცას თეატრის მსგავსია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ დადგმა სწორედ ისე განხორციელდეს, როგორც ვივალდის დროს იყო. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა შესრულდება ისტორიულ ინსტრუმენტებზე ავთენტიკური მანერით.
შემოქმედებითი ჯგუფი:
პროექტში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები:
- მაქსიმილიანო დანტა (კონტრტენორი) - ოტონე
- პაოლა ვალენტინა მოლინარი (სოპრანო) - კლეონილა
- თამარ ცირეკიძე (სოპრანო) - კაიო
- მატეო სტრაფი (ტენორი) - დეჩო
სადადგმო ჯგუფი:
- დამდგმელი რეჟისორი - ილარია საინატო
- რეჟისორის ასისტენტი - თათა პოპიაშვილი.
მოწვეული მუსიკოს-შემსრულებლები:
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად აგრეთვე მონაწილეობენ უცხოეთიდან მოწვეული შემსრულებლები და ბაროკოს მუსიკის სპეციალისტები:
- სერჯო აცოლინი - ფაგოტი
- დიეგო კანტალუპი - თეორბო, გიტარა
- გაბრიელე ლევი - კლავესინი
- ჯუზეპე ფალჩილია - I ჰობოი / ფლეიტა
- კლემან დიეზი - II ჰობოი / ფლეიტა
- სოფი ლამბერბურგი - ჩელო
ღონისძიების დეტალები:
- თარიღები: 3, 5, 6 და 8 მარტი
- ლოკაცია: რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა
- დასაწყისი: 19:30 საათი
