სპექტაკლში კონფლიქტი ანტიგონესა და კრეონს შორის სცილდება ოჯახურ ტრაგედიას და ორ რადიკალურად განსხვავებულ მსოფლმხედველობას შორის დაპირისპირებად იქცევა. ანტიგონე – ახალგაზრდა ქალი, რომელიც უარს ამბობს კომპრომისზე, არ ეგუება „ნახევარ სიმართლეებსა“ და სისტემის მიერ შემოთავაზებულ კომფორტულ დუმილს. მის პირისპირ კი აღმართულია პრაგმატული ძალაუფლება კრეონის სახით, რომლისთვისაც კანონი უზენაესი მორალია.
სპექტაკლი სვავს მწვავე კითხვებს: სად გადის ზღვარი სახელმწიფოებრივ აუცილებლობასა და ადამიანურ ღირსებას შორის? შესაძლებელია თუ არა ბედნიერება იქ, სადაც სიმართლე აკრძალულია? რამდენად საჭიროა მსგავსი რადიკალური დიქოტომიები ქვეყნის მომავლისთვის?
სპექტაკლის ხანგძლივობა: 80 წუთი
ასაკობრივი ზღვარი: 16+