ანრი მატისი: ფერისა და მოდერნიზმის ოსტატი
ანრი მატისი სამართლიანად ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხატვრად. მან ფერი აქცია თავისი ნამუშევრების მთავარ გმირად და შემოიტანა ხელოვნებაში ყველაზე თამამი პალიტრა.
ლექციაზე ვისაუბრებთ მის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე და გავიგებთ:
როგორ გადაიქცა თავდაჭერილი და ინტელიგენტი მატისი ეპოქის ერთ-ერთ მთავარ ამბოხებულად
რა იყო მისი „ნორმალური“ პროფესია მანამ, სანამ ფოვისტების ლიდერი გახდა
რას ნიშნავდა ფერი მატისისთვის — მისი საკვანძო ნამუშევრების მაგალითზე
ვინ იყვნენ მისი მფარველები და როგორ შეცვალეს მათი გავლენით მისი ცხოვრება
ლექციას წარუძღვება ლიანა ლაშხია, ხელოვნების ისტორიკოსი და დამოუკიდებელი მკვლევარი.