ანრი ჯოხაძე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ანრი ჯოხაძე
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

14.10.2026
ოთხშაბათი
20:00

აღწერა

გაყიდვა დაიწყება 15 სექტემბერს

14 ოქტომბერს, საქართველოს კინოაკადემიის მთავარ დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ, ქართულ მუსიკალურ სცენაზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსის - ანრი ჯოძახის კონცერტს.

 

ანრი ჯოხაძე - ქართველ მსმენელს უკვე ათეული წლებია ანებივრებს თავისი შემოქმედებით. მუსიკოსი, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ ის ასევე არაერთი სიმღერისა და მუსიკის ავტორიც არის. ანრი ჯოხაძეს უამრავ საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე აქვს აღიარება და სხვადასხვა ჯილდო მოპოვებული, მისი სიმღერები კი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა რადიოებისა თუ ტელევიზიების რჩეული. 2015 წელს ანრი გახლდათ მეგა შოუ „ვოისის“ მწვრთნელი, ხოლო 2018 წელს მეგა შოუ „იქსფაქტორის“ მწვრთნელი. მისი სოლო კონცერტები გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია. მუსიკოსს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სატელევიზო შოუში და დღემდე ქართული შოუ ბიზნესისერთ-ერთ აქტიურ წევრად რჩება.

 

კარის გახსნა: 18:00

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელიპირის თანხლებით)

 

მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002

 

მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი - ძმები კაკაბაძეების . N2

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაშისტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

ფოტო და ვიდეო

ანრი ჯოხაძე

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება