წელს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გარმოჩეული შემოქმედის, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, წარმოდიდგენთ მწერლის უკვდავი მოთხრობების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს. (დამდგმელი რეჟისორი: ლაშა გოგნიაშვილი)
ინანიშვილის ფაქიზმა წერის სტილმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს კულტურაზე. სპექტაკლის ავტორებმა მიზნად დაისახეს იმ მყუდრო და გულწრფელი გარემოს სცენაზე გადმოტანა, რომელითაც ასე გამოირჩევა მწერლის კალამი. დადგმა წარმოადგენს ერთგვარ მოზაიკას, სადაც ადამიანური გრძნობები და ბედისწერა ერთმანეთს კვეთს და ქმნის საერთო სურათს.
