Another Round თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Another Round

Another Round

Another Round
3ა, ვეკუას ქ.
ბილეთის ფასი
დან17
ინგლისური

განრიგი

16.07.2026
ხუთშაბათი
19:00
17 ₾ - 35
17 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

MADSNESS-ის ფარგლებში აქამდე უკვე ვიხილეთ მადსი განგსტერის, სევდიანი მადსის, კანიბალის, მსუქანი მადსის, ათლეტური მადსისა და საავტორო კინოს ვარსკვლავის ამპლუაში. „კიდევ თითო“ კი გვაჩვენებს კიდევ ერთ მხარეს — ნასვამ მადსს.

ოთხი საშუალო ასაკის მასწავლებელი გადაწყვეტს შეამოწმოს უჩვეულო თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი უფრო ბედნიერი, თავდაჯერებული და პროდუქტიულია, თუ მის სისხლში მუდმივად ალკოჰოლის მცირე რაოდენობაა. თავდაპირველად ყველაფერი მართლაც წარმატებულად ვითარდება.

თუმცა მალე ექსპერიმენტი პროფესიული ინტერესის ფარგლებს სცდება და ძალიან პირად ისტორიად იქცევა. იუმორი, უხერხულობა, ქაოსი და გულწრფელი ემოციები ერთმანეთში ბუნებრივად ერწყმის, რადგან თითოეულ გმირს საკუთარი ცხოვრების გადაფასება უწევს.

„ნადირობის“ შემდეგ თომას ვინტერბერგი და მადს მიკელსენი კვლავ ერთიანდებიან, რის შედეგადაც იქმნება ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი. „კიდევ თითო“საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვის ოსკარით დაჯილდოვდა და მსოფლიო მაყურებელს მადს მიკელსენის ერთ-ერთი ყველაზე თბილი, ადამიანური და დასამახსოვრებელი შესრულება აჩუქა.

დანიური კინოს საუკეთესო ტრადიციის მსგავსად, „კიდევ თითო“ ერთდროულად ბევრ თემაზე გვესაუბრება — მეგობრობაზე, ასაკზე, ყოველდღიურ რუტინაზე, სინანულზე და იმ შემაშფოთებელ შეგრძნებაზე, რომ შეიძლება ცხოვრება ნელ-ნელა იმაზე უფრო ვიწრო გახდა, ვიდრე ოდესღაც წარმოგედგინათ.

იუმორით, მელანქოლიითა და ღრმა ადამიანურობით სავსე „კიდევ თითო“ ნამდვილად ჰგავს მადს მიკელსენის ისტორიის იდეალურ დასასრულს.

და დიახ — ფინალური სცენა მართლაც ისეთივე ბრწყინვალეა, როგორც მის შესახებ ამბობენ.

ფოტო და ვიდეო

Another Round

ადგილი

Fomo.Cinema
უნიკალური კინო სივრცე: მსოფლიო კლასიკა, ფესტივალური ფილმები, სიახლეები
ამ ადგილის ყველა ღონისძიება