კოსმოსში აღმოჩენილია „სხვა დედამიწა“ — ჩვენი პლანეტის ორეული, სადაც, სავარაუდოდ, დედამიწელთა ორეულები პარალელურ ცხოვრებას ეწევიან. მისი აღმოჩენის დღეს დიდი მომავლის მქონე სტუდენტი როდა ავტოავარიაში ხვდება, რომლის შედეგადაც იღუპებიან ქალი და ბავშვი — ცნობილი კომპოზიტორის ცოლი და შვილი. ოთხი წლის შემდეგ, დანაშაულის გრძნობით დამძიმებული როდა ხვდება მუსიკოსს, რომელიც სწორედ მის გამო დაქვრივდა, მაშინ როდესაც დედამიწა 2 ნელა, მაგრამ შეუქცევადად უახლოვდება დედამიწა 1-ს და საფრთხეს უქმნის ყოველივე ცოცხალს.
შეხვედრას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოლოგიის ლექტორი ირინა კოზლოვა.
