ANIME SOUND FEST TBILISI 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ANIME SOUND FEST TBILISI 2026

ANIME SOUND FEST TBILISI 2026

ANIME SOUND FEST TBILISI 2026
Mtatsminda park under wheel, Tbilisi, Georgia, 0108
ბილეთის ფასი
დან35 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

30 მაისი, 2026 | 14:00 – 22:00

„Underwheel“, მთაწმინდის პარკი 
 

🎸🇯🇵წლის მთავარი იაპონური მუსიკალური მოვლენა
 

მოემზადე დაუვიწყარი დღისთვის! 30 მაისს ანიმე კულტურის ენერგია და იაპონური ტრადიციული ჟღერადობა ერთმანეთს მთაწმინდის ყველაზე პანორამულ სივრცეში შეხვდება
 

🌟 საერთაშორისო სტუმრები იაპონიიდან

• CODA (Kazusou Oda): ლეგენდარული იაპონელი მომღერალი, რომლის ხმაც მთელმა მსოფლიომ JoJo’s Bizarre Adventure-ის საკულტო ოფენინგებიდან ("Bloody Stream", "Fighting Gold") გაიცნო. პირველად კავკასიაში, CODA ცოცხალი შესრულებით წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე!

• MASAKI: შამისენის ვირტუოზი შემსრულებელი იაპონიიდან. ის სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდის, რათა ტრადიციული იაპონური სიმებიანი საკრავის ჟღერადობა თანამედროვე ფესტივალის რიტმებს შეუხამოს
 

👇✨რა გელოდება?

• Cosplay კონკურსი: გამოდი სცენაზე, წარმოადგინე შენი საყვარელი პერსონაჟი და მოიგე ფულადი და სხვა საინტერესო პრიზები.

• ანიმე და იაპონური მარკეტი: აღმოაჩინე როგორც ადგილობრივი, ისე სპეციალურად ამ დღისთვის იაპონიიდან მოწვეული ექსკლუზიური მაღაზიები. ფიგურები, მანგა, ორიგინალური აქსესუარები და იაპონური ნივთები ერთ სივრცეში.

• იაპონური სამზარეულო: ფესტივალის ვერანდაზე დაგხვდება ნამდვილი იაპონური Street Food სივრცე მრავალფეროვანი არჩევანით

• კულტურული შოუ: ყველასათვის საყვარელი თანამედროვე ანიმე ჰიტებისა და ტრადიციული იაპონური ჟღერადობის სინთეზი

ფოტო და ვიდეო

ANIME SOUND FEST TBILISI 2026

ადგილი

ანდერვილ კლუბი
საოცარი გარემო საოცარი საღამოებისთვის . ანდერვილი მზადაა გისმაპინძლოთ უზარმაზარი სივრცით, ულამაზო ვერანდით და ხედით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება