ამ ჰელოუინზე თამაშობანა ანიმე აკადემიად გადაიქცევა!
ანიმე სამყაროში გლიჩი გაჩნდა და ხუთი სამყაროს ბალანსი აირია. მის გამოსასწორებლად ბავშვებს სხვადასხვა მისიის შესრულება მოუწევთ — ენერგიის აღდგენა, ელემენტების მართვა, ნინძური უნარების გამოცდა და კიდევ ბევრი პატარა გამოწვევა.
ყველა მისიის გავლის შემდეგ კი თეატრში გადავინაცვლებთ, სადაც ანიმე პერსონაჟებთან ერთად ფინალური შოუ გველოდება.
ასაკი: 5–13 წელი
ხანგრძლივობა: 1,5 საათი