Anfisa Letyago თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Anfisa Letyago

Anfisa Letyago

Anfisa Letyago
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.11.2025
შაბათი
23:00
60 ₾ - 120
60 ₾ - 120
ვრცლად

აღწერა

22 ნოემბერს - ტექნო მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი ნეაპოლიდან - Anfisa Letyago - Mono Hall-ში დაუკრავს. მასთან ერთად სცენას ასევე დაიკავებენ, ქართველი არტისტები: BREATHDUB და DALI. 

 

ტექნო მუსიკა ცხადია არის, ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული მუსიკალური ჟანრი, მაგრამ იტალიელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Anfisa Letyago-მ, სრულიად ახალი სიცოცხლე და ენერგეტიკა შემოიტანა აღნიშნულ ჟანრში, თავისი პოზიტიური სეტებით, რომლებიც სავსეა მძლავრი ტექნო ბითებითა და თანამედროვე ტრანს მელოდიებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არავინ აკეთებს ამას ისე, როგორც Anfisa Letyago.

 

მილიონობით მოსმენა ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე და მილიონზე მეტი გამომწერი სოციალურ ქსელებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ Anfisa მუდმივად მუშაობს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე. Anfisa Letyago-ს სრულიად ახალ განზომილებაში გადაყავს, ელექტრონული პოპ ჟღერადობები. მას უმუშავია ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Moby, Swedish House Mafia. არტისტი ასევე ხელმძღვანელობს საკუთარ მუსიკალურ ლეიბლს, სახელწოდებით „NSDA“. 

 

Sony-ს მიერ გამოქვეყნებული რელიზები: ‘Feelin’’ და ‘Origami’ - არტისტის შინაგან სამყაროს გადმოსცემს მსმენელს, რაც თავისმხრივ ელექტრონული პოპ ჟღერადობებისა და ტრანს მუსიკის სრულიად განსხვავებული სინთეზია, რომელიც Anfisa-ს თბილი და ემოციური მელოდიებით არის გაჟღენთილი. ყოველდღიურად ახალი აღმოჩენებით Letyago აგრძელებს მისი არტისტული და ამავდროულად მითიური სამყაროს შენებას. როგორც მან თავის ინსტაგრამ გვერდზე აღნიშნა: “მე ჩემი ფანტაზიების სამყაროში ვცხოვრობ.”

 

LINE-UP

 

00:00-03:00 – BREATHDUB

 

03:00-05:00 – ANFISA LETYAGO

 

05:00 - END – DALI

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 

ლოკაცია: Mono Hall Tbilisi
 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

Anfisa Letyago

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება