1-ელ იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ @persephonic_sirens ღამეს – ლეიბლი, რომელიც დააარსა @ancientmethods-მა 2017 წელს და რომელმაც თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოს სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა შექმნა.
ღონისძიებაზე KHIDI კვლავ მიესალმება კლუბის გერმანელ რეზიდენტს, Persephonic Sirens-ის დამფუძნებელს Ancient Methods-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს KHIDI-ს ჟღერადობის ფორმირებაში. Ancient Methods იყენებს გავლენებს, როგორებიცაა wave, EBM, ინდუსტრიული, ასევე კლასიკური, ლიტურგიული, ფსიქოდელიური და ფოლკლორული მუსიკა, რათა ტექნოს ჩარჩოში მოაქციოს და ცეკვის მოედნებზე მოიტანოს ინტიმური და უფრო ინტროვერტული ეიფორია. მასთან ერთად დაუკრავს ესპანელი დიჯეი და პროდიუსერი, Moog კლუბის რეზიდენტი – @rubenseoane82, რომლის მუსიკალური პალიტრა მოიცავს მრავალ სტილს, მათ შორის ტექნოს, ელექტროს, ეისიდს, ინდუსტრიულს და სხვა ექსპერიმენტულ ჟანრებს. ასევე მონაწილეობას მიიღებს პარიზელი არტისტი @mind.matter. Mind I Matter შთაგონებას იღებს პოსტ-პანკისა და ბლექ მეტალისგან და აერთიანებს ინდუსტრიულს, EBM-სა და ტექნოს, რათა შექმნას ბნელი და ინტენსიური მუსიკალური გამოცდილება. ლაინაფს დაასრულებს Persephonic Sirens-ის ლეიბლის ოჯახის წევრი, ქართველი დიჯეი და პროდიუსერი @hecate_legacy, რომელიც მსმენელს აჯადოებს მკაცრი ინდუსტრიული ბითებისა და მისტიკური, პრიმიტიული მელოდიების შერწყმით.
G2-ს უმასპინძლებს B2B სეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი და LEASH ღონისძიებათა სერიის დამფუძნებელი – @knaughty, რომელიც ხმამაღალი ხმაა LGBTQ+ თემისთვის, და KHIDI-ს გუნდის წევრი, Electro/Breakbeat ჟღერადობის დიჯეი @eklektramusic. მათ შეუერთდება KHIDI-ს რეზიდენტი და მულტიმედია არტისტი @saphileaum, რომლის სეტები მოიცავს ტექნოს, დაუ-ტემპოს, ბრეიქბითს, ჰაუსს, ტეკ-ჰაუსსა და ამბიენტს. ასევე წარდგება KHIDI-ს გუნდის წევრი, დიჯეი და ვიზუალური არტისტი @triggersinleash, რომლის სეტებში ფართო დიაპაზონის საცეკვაო მუსიკა, მყარი გრუვები და ტრანსის გავლენებია გაერთიანებული. G2 სცენას დაიკავებს @citizensunion_ – ქვიარი არტისტი, რომელიც ცნობილია მხიარული ტექნო ბითებით და Eau de Cologne ქვიარი წვეულებების კოლექტივის თანადამფუძნებელია.