დაცემის ანატომია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
დაცემის ანატომია

დაცემის ანატომია

დაცემის ანატომია
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18 ₾
ინგლისური, რუსული

აღწერა

გასული წლის მთავარი ფილმი კანის კინოფესტივალის ვერსიით. ფილმის რეჟისორი აქამდე არასოდეს მიეკუთვნებოდა პირველი ეშელონის რეჟისორებს და მისი ახალი დრამისგან განსაკუთრებულს არავინ ელოდა. თუმცა „დაცემის ანატომია“ მოულოდნელად კანის კინოფესტივალის ნამდვილ სენსაციად იქცა.

ერთდროულად ბერგმანისეული სულისკვეთების ოჯახური ტრაგედია, ფსიქოლოგიური თრილერი და სასამართლო დრამა, ფილმი მოგვითხრობს მწერალ ქალზე, რომელსაც ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. თუმცა მომხდარის ზუსტად დადგენა ყოველთვის შესაძლებელი არ არის — ზოგჯერ სიმართლე ზედმეტად სუბიექტურია მაშინაც კი, როდესაც სასამართლო პროცესის მიზანი მკვლელის პოვნაა.

ამიტომ „დაცემის ანატომია“ დეტექტივი კი არა, მისი ოსტატური იმიტაციაა, რომელიც სინამდვილეში უფრო ახლოს დგას ბერგმანთან და მის „სცენებთან ცოლქმრული ცხოვრებიდან“. თითქოს მშრალი ჟანრული ექსპერიმენტის მიღმა დახვეწილი საავტორო კინო იმალება — ფილმი, რომელიც რთულ და მარადიულ კითხვებს სვამს, თუმცა მარტივ პასუხებს არ გვთავაზობს.

გერმანელი მსახიობის სანდრა ჰიულერის („რექვიემი“, „ტონი ერდმანი“) კარიერაში ჟუსტინ ტრიეს ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ვირტუოზული და რთული ნამუშევარია. მით უმეტეს, რომ მსახიობი ორ მისთვის არამშობლიურ ენაზე — ინგლისურად და ფრანგულად — თამაშობს.

🏆 კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“; ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის; ევროპის კინოაკადემიის ხუთი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო მონტაჟის, სცენარის, რეჟისურის, სანდრა ჰიულერის სამსახიობო შესრულებისა და წლის საუკეთესო ფილმისთვის.

ფოტო და ვიდეო

დაცემის ანატომია

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება