20 ნოემბერს, ლოპოტას ჯაზკლუბი მასპინძლობს ანა ჟორდანიას კვარტეტს და სასიამოვნო მუსიკალურ თავგადასავალს გპირდებათ.
შემადგენლობა:
ვოკალი - ანა ჟორდანია
პიანო - ლუკა ტაბატაძე
ბასი - ნოე გაბაშვილი
დრამი - დემნა ამაშუკელი
კარი იღება: 20:00
კონცერტის დასაწყისი: 20:30
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ლოპოტას ჯაზკლუბი ლოპოტა სპა რეზორტზე მდებარეობს. აქ კახეთის ბუნების სიმშვიდე და ჯაზის დინამიკური რიტმები ერთიანდება, ყოველი დეტალი კი მუსიკას უკავშირდება. ჯაზის თავისუფლებითაა შთაგონებული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინიც. ყოველკვირეულად წარმოდგენილია ცოცხალი მუსიკის განსხვავებული პროგრამები. ლოპოტას ჯაზკლუბში შთამბეჭდავი და განწყობის შემქმნელი საღამოები გელოდებათ რჩეული მუსიკისა და საავტორო კოქტეილების თანხლებით.
*ბილეთი ითვალისწინებს ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ჯაზკლუბის კონცერტზე დასწრებას და არ მოიცავს რეზორტზე არსებულ სხვა აქტივობებზე დაშვებას.
*რეზორტის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებთ 21:00 საათიდან - ჯაზკლუბის დახურვამდე ადგილზე ბილეთის საფუძველზე გადმოგეცემათ ვიზიტორის საშვი.
გთხოვთ აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბილეთი.