25 თებერვალს Grill & Melody House მასპინძლობს ლეო ანთაძის შემოქმედებით საღამოს.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ქართული სცენის ლეგენდა , მაყურებლის წინაშე წარდგება საკუთარი საავტორო პროგრამით.
ლექსები, მონოლოგები და სცენური მოთხრობები ერთიანდება მონოსპექტაკლის ფორმატში და ქმნის მთლიან, დრამატულ და ემოციურ საღამოს.
ლეო ანთაძის შესრულებაში პოეზია და პროზა გარდაიქმნება მოქმედებად — სიტყვა ცოცხლდება სცენაზე, ემოცია იძენს ფორმას, ხოლო თეატრი და მუსიკალური ატმოსფერო ერთიანდება და ქნისგანსაკუთრებულ გარემოს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
